7 ნიშანი იმისა, რომ სარეკლამო არაკომპედენტურია და არ შესწევს ძალა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on email
Share on print

7 ნიშანი იმისა, რომ სარეკლამო არაკომპედენტურია და არ შესწევს ძალა, სრულყოფილი სერვისი გაგიწიოთ.

როგორ შევარჩიოთ კომპედენტური სარეკლამო, რათა თავიდან ავიცილოთ დამეტებითი პრობლემები!?

სიახლე არავისთვისაა ის ფაქტი, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა სფეროში პროფესიონალიზმის სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. ალბათ თქვენც ხშირად გსმენიათ ფრაზა  :  /ქართული სერვისია და რა გიკვირს?/  სამწუხაროდ, ამ ფრაზას საკმაოდ უარყოფით კონტექსტში იყენებენ .

თუმცა, საბედნიეროდ არიან ერთეულები და ჩვენი მიზანიც, სწორედ ამ ერთეულების აღმჩენაა.

7 ნიშანი იმისა რომ სარეკლამო არაკომპეტენტურია და არ შესწევს ძალა სრულყოფილი სერვისი გაგიწიოთ.

  1. მან არ იცის საკუთარი პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები. კონკრეტულად: ზომები. მასალები, სპეციფიკაცია და ა.შ.
  2. არ შეუძლია ალტერნატიული პროდუქტის შემოთავაზება, ანუ არ გაძლევთ არჩევანის საშუალებას.
  3. ვერ გაწვდიან ფასებს დროულად.
  4. თითქმის არ ებადებათ კითხვები თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებით და დეტალებს ბოლო წუთებში არკვევენ.
  5. ისინი მთლიანად თქვენზე არიან ორიენტირებულები და იდეალურ გადაწყვეტილებას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვერ გთავაზობენ.
  6. როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოს კომპანია, ფასს კარგავს თუ ის საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის და დაპირებულ ვადებში ვერ გაბარებს პროდუქტს. ამ შემთხვევაში სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ რამდენად მისაღებია მსგავსი მიდგომა თქვენი ბიზნესისთვის.
  7. კომპანიის წარმომადგენლები ვერ გაწვდიან ინფორმაციას თქვენი შეკვეთის მზადების პროცესთან დაკავშირებით.

     

აუცილებლად მოიწონე ჩვენი ფეისბუქ-გვერდი : https://www.facebook.com/garereklam/

მოგვწერე ფეისბუქზე და მიიღე ჩვენი ონლაინ კატალოგი და 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.