გარე რეკლამის შეფასების 10 კრიტერიუმი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on email
Share on print

   რა 10 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს გარე რეკლამა რომ იგი ყიდდეს ?

გსურს, გამოირჩეოდე კონკურენტებისგან და მოიზიდო მეტი მომხმარებელი, მაშინ აუცილებლად გაეცანი ამ პოსტს და გაიგე რა დანიშნულება აქვს გარე რეკლამას,  რა 10 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ის, რომ ყიდდეს.

წინა პოსტში ნათლად ვისაუბრეთ რეკლამის 4 ძირითად დანიშნულებაზე და გარკვეული წარმოდგენა ალბათ უკვე შეგექმნა, რა დანიშნულების რეკლამაა საჭირო შენი ბიზნესის განვითარებისთვის. თითოეული მათგანი აუცილებელია ბრენდის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის საიმიჯო რეკლამა.  გარე რეკლამა კი,  საიმიჯო დანიშნულებისაა და  იგი  გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

ახლა კი განვიხილოთ როგორი უნდა იყოს გარე რეკლამა, რომ შეძლოს მომხმარებლის მოზიდვა-დაინტერესება.

  1. გარე რეკლამაზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი, რათა კლიენტმა მომენტალურად მოახდინოს ინფორმაციის წაკითხვა.
  2. იგი უნდა იყოს მიმზიდველი დიზაინის, რათა მომხმარებელს კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი აღუძრას.
  3. გარკვევით უნდა იკითხებოდეს მასზე დატანილი ინფორმაცია, წარწერა უნდა იკითხებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ და არა ზემოდან ქვემოთ.
  4. დიზაინში არ უნდა ფიგურირებდეს 4 ფერზე მეტი.
  5. წარწერა აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე(შესაძლებელია ორენოვანიც).
  6. გარე რეკლამა უნდა იყოს მანათობელი, ღამით როდესაც თქვენ არ მუშაობთ, ის მუშაობდეს.
  7. უნდა იყოს განთავსებული მაქსიმალური ხილვადობის გათვალისწინებით.
  8. იგი უნდა იყოს ხარისხიანი მასალებით  დამზადებული, რათა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი ეფექტურობა.
  9. ხარისხიანად უნდა იქნას დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
  10. გარე რეკლამა უნდა იყოს თანამედროვე, მდიდრული და ეფექტური.

რა ტიპის გარე რეკლამები არსებობს , როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი?

და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გარე რეკლმაის შერჩევამდე?  ამას  მომდევნო პოსტში ვისაუბრებთ.


 

აუცილებლად მოიწონე ჩვენი ფეისბუქ-გვერდი : https://www.facebook.com/garereklam/

მოგვწერე ფეისბუქზე და მიიღე ჩვენი ონლაინ კატალოგი და 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.