რა დანიშნულება აქვს რეკლამას

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on email
Share on print

რა 4 ძირითადი დანიშნულება აქვს რეკლამას და რატომაა აუცილბელი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

გსურს შენი ბიზნესი ვითარდებოდეს და ერთ ადგილას არ იმყოფებოდეს გაყინული, მაშინ აუცილებლად გაეცანი რეკლამის 4 ძირითად დანიშნულებას და აუცილებლად მოარგე იგი შენს ბიზნესს.

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში წარმოუდგენელია ნებისმიერი  საქმიანობის წარმოება რეკლამირების გარეშე, რადგან სწორედ სარეკლამო კამპანიაზეა დამოკიდებული კომპანიის ბრენდად ფორმირება და წარმატება. რეკლამირების გარეშე თქვენ საერთოდ ვერ შეძლებთ ეფექტურ პოზიციონირებას ბაზარზე. სამწუხაროდ საქართველოში ბიზნესმენების უმრავლესობა ამ თემას ზედაპირულად უყურებს და წარმოდგენაც არ აქვს რამდენ ფულს კარგავს მასზე უარის თქმით. შედეგად უამრავი ბიზნესი ძალიან მოკლე დროში იხურება, ან არ ვითარდება და სტარტაპ პოზიციის მდგომარეობაში იმყოფება წლების განმავლობაში.

რეკლამაში გადახდილი თანხა არ არის დაკარგული ფული, ეს თქვენი ფულის ინვესტირებაა თქვენივე ბიზნესში.

ახლა კი გავერკვეთ, თუ რა დანიშნულება აქვს რეკლამას და რატომ აქვს გადამწყვეტი როლი თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

4 ძირითადი დანიშნულების რეკლამა არსებობს:

1,ინფორმაციული რეკლამა- მისი დანიშნულებაა, აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია,  ახალი პროდუქტის ან კომპაანიის შესახებ და დაანახოს მას მისით მიღებული სარგებელი.

2,დამარწმუნებელი რეკლამა – ასეთი ტიპის რეკლამის დანიშნულებაა, მოიყვანოს პროდუქტის შესახებ ისეთი დადებითი არგუმენტები, რომ მომხმარებელს გადააწყვეტინოს მისი შეძენა.

3, საიმიჯო რეკლმა -მისი დანიშნულებაა, მოახდინოს შთაბეჭდილება და მომხმარებელს კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი აღუძრას.

4,შემახსენებელი რეკლამა-  მისი ვალია, შეახსენოს მომხმარებელს უკვე კარგად ცნობილი ბრენდი  და მოუწოდოს მისი შეძენისკენ.(ასეთი ტიპის რეკლამები ხშირად აქვთ კოკა კოლას და სხვა ცნობილ ბრენდებს).

იმისათვის, რომ გავიგოთ რა დანიშნულების რეკლამა გვჭირდება, თვალი გადავავლოთ ჩვენს ბიზნესს და განვსაზღვროთ რა ტიპის რეკლამა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ბრენდს წარმატება მოუტანოს.

შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ საიმიჯო ტიპის რეკლამის მნიშვნელობასა და კრიტერიუმებზე .


 

აუცილებლად მოიწონე ჩვენი ფეისბუქ-გვერდი : https://www.facebook.com/garereklam/

მოგვწერე ფეისბუქზე და მიიღე ჩვენი ონლაინ კატალოგი და 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.